მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველაზე დიდი დაბრკოლება გადალახულია - ნატო ორ ახალ წევრს იღებს - BBC

ნატო

ყველაზე დიდი დაბრკოლება გადალახულია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ორ ახალ წევრს ფინეთ-შვედეთს იღებს. ამის შესახებ თავის მოკლე მიმოხილვაში BBC წერს.

მედიასაშუალება წერს, რომ ფინეთი და შვედეთი დემოკრატიული ქვეყნებია, რომლებსაც კარგად გაწვრთნილი სამხედროები ჰყავთ, რომლებიც ხშირად ყოფილან  შორეული ჩრდილოეთის ხშირად რთულ პირობებში.

სანქტ-პეტერბურგი და კალინინგრადი, სულ უფრო იზოლირებული იქნება, რაც მხოლოდ გაზრდის კრემლის პარანოიას.

სკანდინავიურმა ტანდემმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება, რაც რუსეთი მეზობელ უკრაინაში შეიჭირა. 

თავის მხრივ, ფინეთ-შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს რუსული მხარე გამოეხმაურა. რუსეთის ექსპრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ სკანდინავიური ქვეყნების სამხედრო ალიანსში შესვლა ბალტიის რეგიონში „არაბირთვულ სტატუსს“ შეცვლის, რაც რუსეთის მხრიდან „ბალანსის აღდგენას“ მოითხოვს.

„აქამდე რუსეთის ასეთ ზომებზე არ წასულა და არც აპირებდა. მაგრამ თუ გვაიძულებენ, სხვა გზა არ დაგვრჩება“, - განაცხადა მედვედევმა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.

ამავე თემაზე: 

🔴 თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიწვევას დათანხმდა