მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაზე ცუდი რამ მოხდა“ - ჯიმ ქერი რუსეთის მიერ მასზე დაწესებულ სანქციებს ეხმაურება

ჯიმ ქერი

კანადელი წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ჯიმ ქერი რუსეთის სანქციების ქვეშ მოექცა. მას რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უკრაინის მხარდაჭერის გამო აეკრძალა. თუმცა, კომედიური ფილმების ვარსკვლავი ამ ამბით გულდაწყვეტილი არ არის.

სოციალურ ქსელ ტვიტერში მარგარეტ ეტვუდმა (კანადელი პოეტი, ესეისტი) გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ასევე რუსეთის ფედერაციამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მან იუმორით დაწერა, რომ ამ შაბათ-კვირას ჯიმ ქერისთან ერთად მოსკოვში ჩასვლას აპირებდა, მაგრამ ახლა კიევში წავა.

ჯიმ ქერიმ კი ამ პოსტის კომენტარში დაწერა:

„მარგარეტ, ვშიშობ, რომ ყველაზე ცუდი რამ მოხდა. რუსეთში შესვლა აგვიკრძალეს... მაგრამ 100 კანადელის პრობლემები ამ გიჟურ სამყაროში ისეთი წვრილმანია! ჩვენ ყოველთვის გვაქვს პარიზი“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს - ზურაბ ჯაფარიძე ოლივერ ვარჰეიზე

👉 მსოფლიო სულ უფრო მეტად ცდილობს ისტორიის გადაწერას, რუსული საზოგადოების დაყოფას და დასუსტებას - ვლადიმერ პუტინი

👉 „უკრაინის ნაციზმისგან გათავისუფლება მსოფლიოს უსაფრთხოებას დაუბრუნებს“ - ნიკოლაი პატრუშევი

👉 „უკრაინის მოთხოვნა მოლაპარაკებებზე არარეალური და არაადეკვატურია ამ სიტუაციაში“ - სერგეი ლავროვი

👉 სერბეთი და კოსოვო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე საშიში კრიზისის ზღვარზე არიან - ბორელი