„ეჭვგარეშეა, დრონები განზრახ იყო გაშვებული. ისმის კითხვა, იყო თუ არა დრონები სპეციალურად პოლონეთში შესასვლელად განკუთვნილი“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ისრაელში გამგზავრებამდე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს მოვლენების მიუღებელი, სამწუხარო და სახიფათო განვითარებაა.
„დრონები პოლონეთისკენ თუ იყო მიმართული და მტკიცებულებები თუ მიგვიყვანს იქამდე, ცხადია, ეს ძალიან ესკალაციური ნაბიჯი იქნება. ასევე, არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ, ვფიქრობ, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე გვსურს ყველა ფაქტის ცოდნა და ჩვენს მოკავშირეებთან კონსულტაციები“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
ცნობისთვის, პოლონეთმა 12 სექტემბერს უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსაზრება, რომ შეჭრა, შესაძლოა, შეცდომა ყოფილიყო. რუსეთმა განაცხადა, რომ დრონების შეჭრის დროს მისი ძალები უკრაინას ესხმოდნენ თავს და პოლონეთში სამიზნეებზე თავდასხმას არ აპირებდნენ.