მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აპაუზებს

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ყველა სამუშაო ვიზის გაცემას აჩერებს.  აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

„აშშ-ის გზებზე მისაბმელიანი სატვირთო მანქანების მართვის მქონე უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ძირს უთხრის ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს“, - აღნიშნავს რუბიო X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, აპრილში თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ში კომერციული მძღოლებისგან ინგლისური ენის ცოდნის სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს.