სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰრანტ ბაგრატიანი ქართული მხარის მიერ მაწვნის გეოგრაფიულად საქართველოსთან დაკავშირების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მეზობელი ქვეყნები სომხებს ეროვნულ მემკვიდრეობას ჰპარავენ.
„ჩვენი უმოქმედობის შედეგად, „მაცუნი“ ქართველებმა მათ სახელზე დაარეგისტრირეს. „მაცუნი“ არის მჟავე რძის პროდუქტი, რომელიც მიიღება სომხეთის მთიანეთის რძემჟავა ბაქტერიებისგან. იმის ნაცვლად, რომ ხმა ავიმაღლოთ, ქართველები გვჩაგრავენ. იგივე ტოლმა ჩვენმა სხვა „მეზობლებმაც“ თავიანთ კერძად დაარეგისტრირეს. ამ ორმა მეზობელმა ქვეყანამ მალე შესაძლოა, ერევნის მაღაზიები, რესტორნები და ჩვენი სახლებიც კი დაარბიონ და თქვან: სომხებო, თუ გსურთ ჩვენი ეროვნული პროდუქციის გამოყენება, გადაიხადეთ.
ეს ყველაფერი ნიკოლ ფაშინიანის და წინა ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია. სხვათა შორის, ეს ეკონომიკის მინისტრის ბრალიცაა. რამდენიმე წლის წინ სარქისიანმა, ჩვენი აზრის უგულებელყოფით, უარი თქვა სიტყვა კონიაკიზე. ეს სიტყვა საფრანგეთში 1909 წელს დარეგისტრირდა, ხოლო კონიაკი სომხეთში 1887 წლიდან იწარმოება.
ახლა ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები მიმართავენ ფეისბუკსა და იუთუბს სომხური დუდუკით მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერების წასაშლელად. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, გავუგზავნოთ მასალები შესაბამის ორგანიზაციებს და დავამტკიცოთ სიმართლე. მაგრამ ვინ გააკეთებს ამას? ეს ხელისუფლება ვერ იცავს ჩვენს ტერიტორიებს, კულტურულ ძეგლებს, ეკლესიებს და ა.შ.“, - აცხადებს ბაგრატიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს გავლით სომხური „მაცუნის“ ტრანზიტი აიკრძალა. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში რეგისტრირებულია პროდუქტი მაწონი, რომელიც გეოგრაფიულად საქართველოსთან არის დაკავშირებული.
ამავე თემაზე:
⭕ ეს სომხების ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაა - მაკარიანი „მაცუნის“ შესახებ
⭕ „მაწვნის დამზადება საქართველოში უხსოვარი დროიდან წარმოებს“ - საქპატენტი