მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

მედვედევი: არანაირი ნატოს ჯარები უკრაინაში, რუსეთი ასეთ უსაფრთხოების გარანტიას არ მიიღებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგების წინააღმდეგია. ამის შესახებ ის X-ზე წერს. 

„უტვინო გალური მამალი“ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის იდეას ვერ ეშვება. მკაფიოდ ითქვა: სამშვიდობოებად არავითარი ნატოს ჯარები. რუსეთი ასეთ „უსაფრთხოების გარანტიას“ არ დათანხმდება. თუმცა ხრინწიანი, საცოდავი ფრინველი აგრძელებს ყივილს, რათა დაამტკიცოს, რომ საქათმის მეფეა“, - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.