მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ღამურებს ბიოიარაღის მატარებლად განიხილავენ - რუსეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის თავდაცვის მინისტრი მაგიდასთან ზის და მარჯვნივ იყურება.

„კიევის, ხარკოვისა და ოდესის ლაბორატორიების მიერ განხორციელებული და 2020 წლამდე პერიოდისთვის შექმნილი UP-4 პროექტის დეტალები ცნობილია,“ - აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, „უკრაინის ლაბორატორიებმა ფრინველების მეშვეობით საშიში ინფექციების გავრცელება შეისწავლეს“.

„უკრაინის ლაბორატორიებში შეისწავლეს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელება გადამფრენი ფრინველების მეშვეობით, მათ შორის H5N1 გრიპი და ნიუკასლის დაავადება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტი პენტაგონს ეკუთვნის. 

„პენტაგონის პროექტმა უკრაინაში გამოავლინა ფრინველები, რომლის მარშრუტები რუსეთზე გადიოდა. ეპიდსიტუაციის დესტაბილიზაციისთვის აშშ-ში შემუშავებული ყველა გზიდან, ეს არ იძლევა სიტუაციის შემდგომი განვითარების გაკონტროლების საშუალებას. 

აშშ-ის, უკრაინისა და საქართველოს ლაბორატორიები რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ახლოს ახორციელებენ პროექტს, სადაც ღამურები ბიოიარაღის მატარებლად განიხილება“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.  

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✔️ „ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ კატლეტები და რულეტები“ - მედვედევი MCdonald's-ის გადაწყვეტილებაზე

✔️ ზახაროვა ევროპას - როდის გაჩერდებით?

✔️ „რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია“ - სერგეი ლავროვი

✔️ რუსმა ოკუპანტებმა ოდესის შტურმი გადაიფიქრეს - ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია

✔️ რა არის თერმობარული იარაღი და როგორ მუშაობს ის?

✔️ პუტინმა უკრაინაში ოთხი დიდი შეცდომა დაუშვა - სტივენ პაიფერი

✔️ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს „გაყინავს“, ეს 10 დღის საქმეა - Bellingcat

✔️ „უზარმაზარი დანაკარგის გამო, რუსულ ჯარში პანიკაა“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

✔️ რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ