მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

მოსკოვი უკრაინაში ომის გამო ქამრების შემოჭერისთვის ემზადება - Reuters

მოსკოვი

მოსკოვი თავდაცვის ხარჯების რეკორდული დონის შესანარჩუნებლად გადასახადების გაზრდისა და ხარჯების შემცირებისთვის ემზადება. ამის შესახებ Epravda Reuters-ზე დაყრდნობით წერს. 

როგორც მედიასაშუალება წერს, უკრაინაში ომის, ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირების გამო რუსეთი მზარდი ბიუჯეტის დეფიციტის წინაშე დგას. 

„კრემლი სამხედროების დასაფინანსებლად გადასახადების გაზრდას და სოციალური პროგრამების შემცირებას გეგმავს“, - აცხადებენ ოფიციალური პირები და ეკონომისტები.

2025 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 17 ტრილიონი რუბლია გამოყოფილი - სახელმწიფო ხარჯების 41%, რაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამან უკვე გამოიწვია ინფლაციის ზრდა, რეკორდული საპროცენტო განაკვეთები და რეცესიის საფრთხე.

ფედერაციის საბჭოს საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ანატოლი არტამონოვმა თქვა: „ჩვენ ნაკლებად კომფორტულად მოგვიწევს ცხოვრება“, რადგან განათლებასა და მედიცინაზე ხარჯები მცირდება.