მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო წითელას აფეთქების მოლოდინშია - ჯანმო/CDC

წითელა - ინფექციური დაავადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოს წითელას ეპიდემია ემუქრება, ვინაიდან COVID19-ის პანდემიის გამო 2020 წელს 22 მლნ ახალშობილს აცრა არ ჩაუტარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით წითელას შემთხვევებმა 80%-ით იკლო, იმ ბავშვთა დიდი რაოდენობა, რომლებსაც წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაუტარდა, მათ დაუცველებს ხდის. ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც ამ დაავადების საბოლოო დამარცხების მხრივ შეიძლება პრობლემები შექმნას.

„დიდი რაოდენობით აუცრელი ბავშვი, ასევე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებით გამოწვეული პრობლემები, არის ის ფაქტორები, რომლებიც წითელასთან დაკავშირებულ ლეტალურ შედეგების და ბავშვებში ამ დაავადების გართულების ალბათობას ზრდის“, - განაცხადა აშშ-ის იმუნიზაციის სამსახურის უფროსმა კევინ კეინმა.

წითელა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა. ის ძალზე სახიფათოა ახალშობილებისთვის და ჩვილებისთვის, შესაძლო გართულებებს შორის არის პნევმონია.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  კორონავირუსი ტვინის ნეირონებს აზიანებს - ექსპერტები

🔴 23 წლის შემდეგ წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა