მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსი ტვინის ნეირონებს აზიანებს - ექსპერტები

კორონავირუსის გავლენა ტვინზე
1636548108
COVID-19

SARS-CoV-2 ცხვირის გავლით საკმაოდ მარტივად ხვდება ადამიანის ტვინში, სადაც შეუძლია ტვინის ნეირონების დაზიანება. ამას კი აზროვნებასა და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. ამის შესახებ კალიფორნიის კვლევითი ცენტრის და ტორონტოს ინსტიტუტის ექსპერტების მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევები მიუთითებს. ინფორმაციას nbcnews.com ავრცელებს. 

ამ დასკვნის მიხედვით, შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რატომ აღენიშნება ზოგიერთ ადამიანს ვირუსის გადატანის შემდეგ სიმპტომები დიდი ხნის განმავლობაში. ასევე, ის ვირუსის და მისი შედეგების უფრო ეფექტიანი მკურნალობის შესაძლებლობას შექმნის.

ბუნებრივი ჰემატოენცეფალიტური ბარიერი ადამიანის ორგანიზმს საშუალებას აძლევს, რომ ტვინში ვირუსების შეღწევის წინააღმდეგ შესაბამისი ბარიერები შექმნას. ამასთანავე ზოგიერთ ვირუსს, ისეთებს როგორიცაა ვირუსული ენცეფალიტი და HIV ინფექცია, ტვინის იმუნური უჯრედები, თავის მხრივ, ვირუსის შეღწევის შემდეგ მასთან ბრძოლას იწყებს.

კალიფორნიელი მეცნიერები ამბობენ, რომ მაკაკა რეზუსზე ჩატარებული კვლევების დროს კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მათი ტვინის ნეირონებში ვირუსი ინფიცირებიდან 7 დღეში არსებობდა. განსაკუთრებით პრობლემური ხანდაზმული ცხოველები და დიაბეტით დაავადებული პრიმატები იყვნენ. 

თუ ადამიანების თავის ტვინის ნეირონებზე ვირუსის ანალოგიურად მოქმედებს, ეს საკვანძო აღმოჩენა იქნება. თავის ტვინიდან ხომ იმპულსების გადაცემა ხდება სხეულის სხვა ნაწილებზე და ეს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ვირუსი კი ამ პროცესს შეაფერხებს.

„თუ ვირუსი თავის ტვინში შეაღწევს, ის ტვინის კვანძებში გავრცელდება და ტვინის ისეთ ფუნქციებზე იმოქმედებს, როგორებიცაა მეხსიერება, ემოციები და განწყობა“, - ამბობს კალიფორნიის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი ჯონ მორისონი. 

ყველა ექსპერტი იმაზე თანხმდება, რომ ადამიანის ტვინზე კორონავირუსის გავლენის შესასწავლად დამატებითი კვლევებია აუცილებელი.

ანალოგიური დასკვნა გამოიტანეს ტორონტოს ინსტიტუტის სპეციალისტებმაც. მათი შეფასებით, კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს და ეს პროცესი მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ენცეფალოგრამის მეშვეობით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში ვირუსის ტვინზე გავლენას დაახლოებით 7 თვის განმავლობაში ახდენდა. 

ამასთანავე, ექსპერტები ადასტურებენ, რომ კვლევებში მხოლოდ 41 ინფიცირებული პაციენტი მონაწილეობდა, თანაც არცერთ მათგანს კორონავირუსის მწვავე ფორმა არ ჰქონია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴  „ისინი, ვინც ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, კრიმინალები არიან“ - ფაიზერის დირექტორი

🔴  „ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს და არ იცრება, მკვლელია“ - გიორგი ფხაკაძე

🔴  „მოზარდების აცრა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი