მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში იარაღის გაყიდვები მე-7 წელია იზრდება - სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი

იარაღის წამოება

„იარაღის გაყიდვები და სამხედრო სერვისებზე მოთხოვნა ზედიზედ მე-7 წელია იზრდება“, - ამის შესახებ სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი. 

ამავე ინფორმაციით, 2020-2021 წლებში ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2019 წელს.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ იარაღის მწარმოებელი კომპანიებისთვის გამოწვევები შექმნა, რადგან რუსეთის ფედერაცია იარაღის წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის მთავარი მიმწოდებელია.

„ცნობები მიუთითებენ, იმაზე რომ რუსული კომპანიები აძლიერებენ იარაღის წარმოებას, თუმცა მათზე ომთან დაკავშირებული სანქციები ძალიან მოქმედებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ამასთან, ტოპ ასეულში იარაღის მწარმოებლებს შორის ამერიკული კომპანიები ლიდერობენ. კერძოდ, 2021 წელს რეიტინგში შემავალი 40 ამერიკული კომპანიის იარაღის გაყიდვამ 299 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინული ძალები გააგრძელებენ კონტრშეტევებს, მაგრამ მაგრამ წარმატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“