მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატომ „რამშტაინის“ შეხვედრის მორიგი თარიღი დაასახელა

ნატოს ოთხი ხომალდი ჰელსინკის პორტში შევიდა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს მორიგი შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე 14-15 თებერვალს გაიმართება. ამასთან, 14 თებერვალს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაა დაგეგმილი. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა. 

მისი თქმით, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება.

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. 13 თებერვალს ის მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

„რამშტაინის“ ფორმატი: შეხვედრის თემა 👇

„რამშტაინის“ შეხვედრა 19 იანვარს შედგა. შეხვედრაზე კიევისთვის ტანკების გადაცემის საკითხი განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რამდენიმე დღის შემდეგ არაერთმა ქვეყანამ განაცხადა უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ. 

20 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, არ დაკარგონ დრო და უკრაინას თვითმფრინავები და შორი მოქმედების რაკეტები მიაწოდონ. 


 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  მოსამართლე ამ გადაწყვეტილებით ამბობს, „თავი დამანებეთ, ფრედ დავამთავროთ, შავ დღეში ვარ“, წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა - ხუხაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

„სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ სტატუსის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას - კრემლი

➖  ისრაელის რეიდები: რატომ მოკლეს ამდენი პალესტინელი? - Aljazeera

➖ ისრაელის არმიამ 5 პალესტინელი მოკლა, დაჭრილია სულ მცირე 10-ზე მეტი ადამიანი - პალესტინური მხარე

➖  გავრილოვის განცხადებით, დასავლური ტანკების უკრაინაში გაგზავნა ფრონტზე ვითარებას არ შეცვლის

➖  ბაქოს გეგმაა რამდენიმე დღით დერეფნის გახსნა, იმ იმედით რომ სომხები მასობრივად დატოვებენ სახლებს - ფაშინიანი