მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატომ უნდა მოძებნოს გზები, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას - იან ლიპავსკი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, ნატომ უნდა მოძებნოს გზები, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას. ამის შესახებ ლიპავსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვილნიუსში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით გამოვთქვი სურვილი, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ჩაერთოს ამ სამიტში და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბროს. ამავდროულად, ნატომ უნდა მოძებნოს თანამშრომლობის ფორმატები, რომელიც შეეხება როგორც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ასევე გარდამავალ პერიოდს“, - აცხადებს იან ლიპავსკი. 

დიპლომატმა ასევე უთხრა სტოლტენბერგს, რომ პრაღას სურს მომავალ წელს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლოს. 

ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს არის პარტიის უზურპაციის მცდელობა იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც ხაბეიშვილს უმაგრებს ზურგს“ - ბაჩო დოლიძე ენმ-ში არსებულ სიტუაციაზე

👉 შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს - თაკო ჩარკვიანი