მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის პარტიის უზურპაციის მცდელობა იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც ხაბეიშვილს უმაგრებს ზურგს“ - ბაჩო დოლიძე ენმ-ში არსებულ სიტუაციაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„ნაციონალურ მოძრაობაში, რთული პროცესები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, არის გადაწყვეტილებები, სადაც საერთოდ არ არის გათვალისწინებული პარტიის ნახევრის აზრი. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. დიდ პარტიებში შეიძლება, ბევრი სხვადასხვა აზრი იყოს, ეს ლოგიკურია, თუმცა თითოეული გადაწყვეტილება რაღაც კონსენსუსის შედეგია, ეს უნდა ხდებოდეს ცივილურ, ნორმალურ პარტიებში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ტელეკომპანია „აჭარის“ ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის უზურპაციას იმ ადამიანებთან ერთად ცდილობს, რომლებიც მას ზურგს უმაგრებენ.  

„მესმის, რომ 52% აიღო ლევანმა. ეს მოცემულობა მივიღეთ, მივულოცე და ხელი შევუწყვე, მენეჯმენტი ისე დაკომპლექტებულიყო, რომ ჩვენი მხრიდან არ ყოფილიყო ხელის შეშლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 100%-ით საკუთრების შეგრძნება გქონდეს პარტიაზე. ეს არის ის პარტია, რომელშიც თითოეული აქტიური ადამიანის, რომელიც ჩართულია პროცესებში, აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. მე რა შეფასებასაც ვაძლევ, ეს არის პარტიის უზურპაციის მცდელობა იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც ხაბეიშვილს უმაგრებს ზურგს. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ლევანი ამას მარტო შეძლებდა“, - განაცხადა დოლიძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ მორალური უფლება არ აქვთ ასე ისაუბრონ, პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ბევრ ჯილდოს მიიღებს - ხაბეიშვილი

✔️ ყველა ქალი უნდა მივიდეს და ფიზიკურად დაიცვას - ხატია დეკანოიძე თათია სამხარაძეზე

✔️ ომბუდსმენი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და მზადყოფნას გამოთქვამს მომართვის შემთხვევაში მათი საქმეები შეისწავლოს

✔️ სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს - წულუკიანი სააკაშვილზე