მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოს შეფასებით, რუსეთმა ბახმუტში 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ - CNN

ნატოს დროშა

ნატოს დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა ბახმუტში 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ, - ამის შესახებ CNN-ს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

მიუხედავად ხელსაყრელი თანაფარდობისა, ნატოში, ასევე, განაცხადეს, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა ქალაქ ბახმუტის დაცვისას.

უკრაინის ოფიციალური პირები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ისინი დიდ დანაკარგებს აყენებდნენ რუსეთს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოპერატიული და მისი შესაძლო დაცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა ომში ინიციატივა დაიბრუნა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული ჯარები წინ წავიდნენ უგლედარის რაიონში - ამერიკელი ანალიტიკოსები

👉 სერგეი შოიგუ მარიუპოლში ჩავიდა

👉 უკრაინამ სავარაუდოდ, გადაწყვიტა ჯარების გაყვანა ბახმუტიდან - ISW

👉 რუსები კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევას ცდილობენ - უკრაინის გენშტაბი

👉 ბახმუტის დაცემის შემთხვევაში, რუსეთი ომის მსვლელობას ვერ შეცვლის - ლოიდ ოსტინი