მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

NYT: ტრამპი გეგმავს, მომავალ კვირას პუტინს პირადად შეხვდეს

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან პირადად შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

აღნიშნულია, რომ კრემლის ლიდერთან შესაძლო შეხვედრის შემდეგ ტრამპს ასევე სურს სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

წყაროების ცნობით, ტრამპმა თავისი გეგმები 6 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა. შეხვედრები სამი ლიდერით შემოიფარგლება, მათი ევროპელი კოლეგების გარეშე.

ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც ცდილობდნენ, კოორდინაციული როლი შეესრულებინათ რუსეთსა და უკრაინას შორის ძალადობის შეწყვეტის მიზნით გამართულ შეხვედრებზე, ამავე დროს, მხარს უჭერდნენ თავიანთ ევროპელ მეზობელს, როგორც ჩანს, მიიღეს ტრამპის სიტყვები“, - განაცხადა საუბრის შესახებ ინფორმირებულმა ერთ-ერთმა პირმა.

ჯერჯერობით უცნობია, დაეთანხმნენ თუ არა პუტინი, ან ზელენსკი ტრამპის მიერ შემუშავებულ გეგმას. თუმცა ზელენსკი ესწრებოდა ტრამპისა და ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბარს. საუბარში ასევე მონაწილეობდნენ ბრიტანეთის ლიდერი, გერმანიის კანცლერი და ნატოს გენერალური მდივანი, ასევე, ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.