მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანდემია 2022 წელს დასრულდება - გერმანელი ვირუსოლოგი

გერმანელი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი

გერმანელი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია 2022 წელს დასრულდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ვირუსოლოგის პროგნოზის მიხედვით,  გერმანია პანდემიის წინანდელ ცხოვრებას 2022 წელს დაუბრუნდება. ამასთანავე ვირუსოლოგი მომავალი წლის ზამთარში ახალ ეპიდაფეთქებას არ გამორიცხავს.

„ვაქცინაციის წყალობით ეპიდემიის დამარცხების გზის უდიდესი ნაწილი გავლილია“, - განაცხადა დროსტენმა.

მისი თქმით, პოპულაციური იმუნიტეტი „სწორი მიმართულებით ვითარდება“.

ვირუსოლოგი ამბობს, რომ ადრე თუ გვიან კორონავირუსით ყველა ადამიანი ინფიცირდება, მაგრამ ვაქცინაციის შედეგად პაციენტებს დაავადება მარტივი ფორმით გადააქვთ. გერმანიისთვის ვაქცინაციას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქვეყანაში ბევრი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს - ამბობს ექსპერტი. 

დროსტენი დიდ იმედს ამყარებს  ცოცხალ ვაქცინაზე, რომელიც სპრეის სახით იქნება წარმოდგენილი და მისი შესხურება ცხვირში მოხდება. ეს სპრეი ლორწოვან გარსზე იმუნიტეტს შექმნის. ვირუსოლოგი ამას „ვაქცინაციის სრულიად ახალ ეტაპს“ უწოდებს.

დროსტენი ამბობს, რომ პანდემიას გარკვეული დადებითი ეფექტი ჰქონდა, რადგანაც მან მედიცინის განვითრებას ხელი შეუწყო. ეს როგორც კორონავირუსთან, ასევე, სხვა ინფექციურ დაავადებებთან და კიბოსთან ბრძოლას ეხება.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔴 კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔴 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე