მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

პესკოვი ბახმუტიდან ჯარების გაყვანის შესახებ პრიგოჟინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ბახმუტიდან ჯარების გაყვანის შესახებ „ვაგნერის ჯგუფის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა 

„ჩვენ ეს ინფორმაცია მედიაში ვნახეთ, მაგრამ ამაზე კომენტარს ახლა ვერ გავაკეთებ, რადგან ეს ეხება სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსული „ვაგნერის ჯგუფის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი იმუქრება, რომ 10 მაისამდე თავისი ჯარებს უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან გაიყვანს.

პრიგოჟინის თქმით, ბახმუტის დატოვება საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო სურს.

შეგახსენებთ, მანამდე პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს აგინა და საბრძოლო მასალების მიწოდებისკენ მოუწოდა.

პრიგოჟინი აცხადებდა, რომ საბრძოლო მასალის 70%-იან ნაკლებობას განიცდიან. ის რუსეთის ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა, იმის გამო, რომ საჭირო შეიარაღებას არ აწვდიან.