გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა. ამის შესახებ მერცი პლატფორმა X-ზე წერს.
როგორც მერცი აღნიშნავს, კრემლის ლიდერი „ალბათ, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული ომის დამნაშავეა“.
„პუტინი ომის დამნაშავეა. ის, ალბათ, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული ომის დამნაშავეა, რომელსაც ასეთი ფართომასშტაბური დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ომის დამნაშავეებთან: ლმობიერებისთვის ადგილი არ არის“, - აცხადებს ფრიდრიხ მერცი.
Putin ist ein Kriegsverbrecher. Er ist vielleicht der schwerste Kriegsverbrecher unserer Zeit, den wir im großen Maßstab sehen. Wir müssen uns darüber im Klaren sein, wie man mit Kriegsverbrechern umgeht: Da ist Nachgiebigkeit fehl am Platz.
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) September 2, 2025