მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: წლებია ოთარ ჩრდილელს ანუკი ჩრდილელის გადაწყვეტილებით, არანაირი კავშირი არ აქვს, ანუკი ჩრდილელს მენტალური პრობლემები აქვს, მის ამ მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის კარგად იყენებს „ნაცმოძრაობა”

თამთა მეგრელიშვილი

„რუსთაველზე დაკავებულ 16 პირს შორის, „ოცნების“ მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი ანუკი ჩრდილელია”, - ამ მესიჯბოქს, რომ მამა „ოცნებაშია“ და „ქვეყნის გამყიდველია” და შვილი ამავე ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის და აკავებენ - ახმოვანებს ოპოზიციური სპექტრი, მათთან დაახლოებული პირები თუ მედია საშუალებები. სინამდვილეში, საკითხი ასე დგას: წლებია ოთარ ჩრდილელს ანუკი ჩრდილელის გადაწყვეტილებით, არათუ მამაშვილური არამედ არანაირი კავშირი არ აქვს მასთან, მას ის წლებია თვალით არ უნახავს“, - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის განცხადებით, ანუკი ჩრდილელის მენტალურ პრობლემებს ბოროტად იყენებს „ნაციონალური მოძრაობა”, რადგან სისხლზე და მსხვერპლზე დაგეშილი ძალაა.

„„რუსთაველზე დაკავებულ 16 პირს შორის, „ოცნების“ მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი ანუკი ჩრდილელია” - ამ მესიჯბოქს, რომ მამა „ოცნებაშია“ და „ქვეყნის გამყიდველია” და შვილი ამავე ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის და აკავებენ - ახმოვანებს ოპოზიციური სპექტრი, მათთან დაახლოებული პირები თუ მედია საშუალებები.

სინამდვილეში, საკითხი ასე დგას: წლებია ოთარ ჩრდილელს ანუკი ჩრდილელის გადაწყვეტილებით, არათუ მამაშვილური არამედ არანაირი კავშირი არ აქვს მასთან, მას ის წლებია თვალით არ უნახავს, თუმცა როგორც მის მიმართ პასუხისმგებლობიანი პირი, ის აფინანსებდა ანუკი ჩრდილელის მკურნალობის ხარჯებს თურქეთისა და ისრაელის ფსიქიატრიულ კლინიკებში.

სამწუხაროდ, ანუკი ჩრდილელს მენტალური პრობლემები აქვს და ოთარ ჩრდილელი ყველაფერს აკეთებს მისი ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. სამწუხაროდ, ანუკის ამ მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის კარგად იყენებს „ნაციონალური მოძრაობა”, რადგან ისინი მსხვერპლზე, სისხლზე დაგეშილი ძალაა და ანუკი ჩრდილელი მენტალური პრობლემებით მათთვის მორიგი მსხვერპლია და სტატისტიკაა.

ანუკი აუცილებლად დაძლევს მენტალურ პრობლემებს და თუ მოინდომებს, იპოვის სწორ გზას, მართლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის სად უნდა დადგეს და ვისთან, აი თქვენ კი სვავებო, „ნაციონალური მოძრაობის” სახით, ისტორიაში შეხვალთ როგორც მაწამებელი, გამაუპატიურებელი, გვამებზე მონადირე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში არ ყოფნის პირობებშიც, არ ივიწყებს საკუთარ ხელწერას და იყენებს ისეთი პრობლემების მქონე ახალგაზრდების, როგორიც ანუკის აქვს”, - წერს თამთა მეგრელიშვილი.