უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმიანება და აცხადებს, რომ გმობს ვოლოდიმირ ზელენსკის მცდელობას, „დააშინოს უნგრეთი“.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა მილსადენი „დრუჟბა“ კიევსა და ბუდაპეშტს შორის მეგობრობის შემაფერხებელ ფაქტორად დაასახელა და აღნიშნა, რომ მისი არსებობა მთლიანად უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.
„ჩვენ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტურ ღირებულებებად მივიჩნევთ. სწორედ ამიტომ, პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სანაცვლოდ იმავეს ველოდებით. ბოლო დღეებში უკრაინამ ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ სერიოზული თავდასხმები განახორციელა. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა სუვერენიტეტზე თავდასხმაა. ომი, რომელთანაც უნგრეთს არაფერი აქვს საერთო, ვერასდროს გაამართლებს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას. მოვუწოდებთ ზელენსკის, შეწყვიტოს მუქარა და დაასრულოს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ უგუნური თავდასხმები“, – წერს პიტერ სიიარტო.
.@ZelenskyyUa used Ukraine’s national holiday to threaten Hungary. We firmly reject the Ukrainian President’s intimidation.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) August 24, 2025
We regard sovereignty and territorial integrity as fundamental values of international politics. That is why we respect every country’s sovereignty and… pic.twitter.com/oUsgKNgqcV