პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონების გასანადგურებლად განხორციელებული საჰაერო ოპერაციის გამო, ქვეყანაში ოთხი აეროპორტი, მათ შორის ვარშავის, დაიხურა.
აშშ-ის ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ (FAA) ვარშავის ორი აეროპორტის, ასევე ჟეშოვისა და ლუბლინის აეროპორტების დროებით დახურვის შესახებ შეტყობინება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი „ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაუგეგმავი სამხედრო აქტივობაა“.
აეროპორტების დახურვა სრულიად მოულოდნელი იყო ათასობით მგზავრისა და ავიაკომპანიისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, სასწრაფოდ გადაემისამართებინათ ფრენები, ან გადაედოთ/გაეუქმებინათ რეისები.
„სახელმწიფო სამსახურებისა და არმიის უსაფრთხოების ზომების გამო, ქვეყნის ნაწილის საჰაერო სივრცე, მათ შორის შოპენის აეროპორტი, დროებით დაკეტილია. აეროპორტი ღია რჩება, მაგრამ ამჟამად რეისები არ ხორციელდება“, - ნათქვამია ვარშავის მთავარი აეროპორტის განცხადებაში.
Ważny komunikat dla pasażerów korzystających z @ChopinAirport. pic.twitter.com/kN1W7dFSLx
— Chopin Airport, WAW (@ChopinAirport) September 10, 2025