მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრორუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 27 დასახლებული პუნქტი დაბომბა - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, საბავშვო ბაღის გარდა, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო სისტემებიდან ცეცხლი გაუხსნეს ვრუბივკას დასახლებას. 

„დაზიანდა ადგილობრივი საშუალო სკოლის შენობა, სადაც იმ დროს მოსწავლეები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა გაზსადენი - 70 ბინა და 100-მდე კერძო სახლი გაზმომარაგების გარეშე დარჩა. საერთო ჯამში, 14:00 საათისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 34 დარღვევა დაფიქსირდა, მათგან 28 მინსკის შეთანხმებით აკრძალულ იარაღს ეხება“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წერს, რომ პრორუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 27 დასახლებული პუნქტი დაბომბა.

„წინასწარი ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალების დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

აღსანიშნავია, რომ მტერი აგრძელებს საინფორმაციო ომის წარმოების პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებას, რათა დაადანაშაულოს უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, რითაც მალავს საკუთარ მზაკვრულ ქმედებებს“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: 

📎  ლუგანსკის რეგიონში ვითარება დაიძაბა - UNIAN

📎 ზელენსკი აღმოსავლეთ უკრაინაში გაემგზავრა

📎 აშშ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ახალ ვადას ასახელებს

📎 „დეზინფორმაციულ მედიასაშუალებებს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ ჩვენი უკრაინაში შეჭრის გრაფიკი - მინდა შვებულება დავგეგმო“ - მარია ზახაროვა

📎 ვინ და რა იარაღს აწვდის უკრაინას? – Deutche Welle