მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ახალ ვადას ასახელებს

რუსული ტანკები

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ცენტრის ანალიტიკოსი მაიკლ კოფმანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ახლა ვადებს ასახელებს. ექსპერტის ინფორმაციით, ყურადღება „20 თებერვალზე და შემდგომ პერიოდზე“ უნდა გამახვილდეს.  ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

მანამდე ამერიკული მედია უკრაინაში რუსეთის შეჭრის სავარაუდო თარიღად 15-16 თებერვალს ასახელებდა.

სამხედრო ექსპერტს ამ მოსაზრების დამადასტურებელი რამდენიმე ფაქტი მოჰყავს. კერძოდ, ის ამბობს, რომ 20 თებერვალს რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები უნდა დასრულდეს.

ამასთანავე, ბელარუსი აცხადებს, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ ბელარუსს ყველა რუსი ჯარისკაცი დატოვებს.

კოფმანი, ასევე, ამბობს, რომ 20 თებერვალს პეკინის ოლიმპიადა დასრულდება, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან უკრაინაში დაბრუნდება.

დღესვე ტელეკომპანია ABC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობა კი არ შეამცირა, როგორც მოსკოვი აცხადებდა, არამედ პირიქით, გაზარდა. როგორც ამერიკულ ტელეკომპანიას ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ბოლო დღეებში უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 7 ათასით გაიზარდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 რუსეთმა უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა - თეთრი სახლის ადმინისტრაცია

🔴 „ომი რვა წელია გრძელდება, ჩვენ გავძლიერდით ამდენივეჯერ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „ეს არ არის 1940-იანი წლების ისტორიები, ეს არის ევროპა 2022 წელს და ეს ხდება რუსეთის ხელმძღვანელობისგან“ - ევროკომისიის პრეზიდენტი

🔴 ნატო: რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგების მომტანი იქნება და მაღალი ფასი ექნება