მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება სერიოზულად იქნეს აღქმული - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკ

„პუტინის ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება სერიოზულად იქნეს აღქმული“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა CNN-ს განუცხადა. 

„თქვენ იცით, როგორი სიტუაციაა, მაგალითად, მარიუპოლში. ქალაქში ჯერ კიდევ 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა და მიუხედავად იმისა, პუტინი ყოველ დღე ამბობს, როგორც ამას თავად უწოდეს, აწარმოებს სამშვიდობო მოლაპარაკებას, მაგრამ ამავე დროს ბომბავს მარიუპოლს და ადამიანებს ჰუმანიტარული დერეფნებით გასვლის საშუალებას არ აძლევს. ადამიანებს არ აქვთ საკვები და მედიკამენტი, ვერ ტოვებენ ქალაქს, ეს არის ომის დანაშაული“, - აცხადებს მინისტრი. 

ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რუსულ ბუნებრივ აირთან დაკავშირებული საკითხი.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ევროპამ უგულებელყო მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნა რუბლებში გადახდის თაობაზე და ეს კარგია. 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი უკრაინაში დაბომბვის შეწყვეტა უნდა იყოს. 

ამავე თემაზე: 

✔️ ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია

✔️ გერმანია უკრაინას 56 ერთეულ ტანკს გაუგზავნის - Spiegel

✔️ წითელმა ჯვარმა მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაცია გადადო

✔️ თურქეთში ზელენსკი-პუტინის შესაძლო შეხვედრისთვის უკრაინა მზად არის - კულება

✔️ რუსეთმა და კიევმა სამხედრო ტყვეები კვლავ გაცვალეს

✔️ ხარკოველები ომის დასრულებამდე კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლდნენ - უკრაინული მედია 

✔️ მარიუპოლის ინფრასტრუქტურის აღსადგენად მინიმუმ 10 მილიარდი დოლარია საჭირო - უკრაინული მხარე 

✔️ რუსეთ-უკრაინის ომში რატომ არის დონბასი ასეთი მნიშვნელოვანი? - CNN