მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის „რეფერენდუმის“ გეგმები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის შიდა აუდიტორიაზე - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

რუსეთის პრეზიდენტი

„კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ შესახებ თავის განცხადებებს, პირველ რიგში, რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის იყენებს“, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტში“ აცხადებენ. 

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ გზით დიქტატორი იმედოვნებს გააუმჯობესებს რუსული ჯარების ფორმირების შესაძლებლობებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ნებაყოფლობით წავიდნენ ომში, რათა „დაიცვან“ რუსეთის ფედერაციას „მიერთებული“ ტერიტორიები.

„პუტინმა და მისმა მრჩევლებმა აშკარად გააცნობიერეს, რომ დღევანდელი რუსული ძალები არ არის საკმარისი უკრაინის დასაპყრობად და ნებაყოფლობითი მობილიზაციის გზით დიდი ძალების სწრაფად შექმნის მცდელობები კულმინაციას აღწევს და არ აკმაყოფილებს რუსი სამხედროების საჭიროებებს“,- აცხადებენ ორგანიზაციაში. 

უკრაინამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას „რეფერენდუმის“ ჩატარების განზრახვის საპასუხოდ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესონ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ სახელმწიფო, რომელიც შიმშილობას იწვევს, მსოფლიოსგან ყველაზე მკაცრ რეაქციას იმსახურებს - ზელენსკი