მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინსა და ბაიდენს შორის ონლაინშეხვედრა შედგა

ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ონლაინ შეხვედრა

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ჯო ბაიდენმა ონლაინშეხვედრა გამართეს. ვიდეოკონფერენცია 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შეხვედრა დახურული ვიდეო ბმულის საშუალებით გაიმართა. მედიისთვის შეხვედრის მხოლოდ ნახევარწუთიანი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც პრეზიდენტების მისალმება იყო ასახული. 

როგორც შეხვედრამდე გახდა ცნობილი, ლიდერებს უკრაინა-რუსეთის საზღვართან მიმდინარე მოვლენებზე, ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე უნდა ემსჯელათ.

დასავლეთი მოსკოვს უკრაინაში „შეჭრის“ დაგეგმვაში ადანაშაულებს და ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს. რუსეთი კი ყველა პრეტენზიას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ეს რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების მეორე შეხვედრაა. პირველი მოლაპარაკებები, მიმდინარე წლის ივნისში, ჟენევაში პირისპირ გაიმართა.