მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ სჭირდება მსოფლიოს უკრაინიდან მარცვლეულის გატანა?

მარცვლეულის გატანა უკრაინიდან

BBC ომში მყოფი უკრაინიდან მარცვლეულის გატანისა და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიოს ქვეყნებისთვის საჭიროების შესახებ თავის მიმოხილვაში წერს.

ოდესის პორტიდან უკვე გავიდა გემი, რომლის გეზი ლიბანი იყო და ხომალდი 26000 ტონა სიმინდით იყო დატვირთული. 

სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი Razoni არის პირველი სატვირთო გემი, რომელმაც შეძლო უკრაინის პორტის დატოვება მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საზღვაო ბლოკადა განახორციელა. 

მედიასაშუალება წერს, რომ რუსეთის მიერ დაწესებულმა ბლოკადამ გამოიწვია მარცვლეულის ფასების ზრდა და დეფიციტი ბევრ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით კი მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში. 

რამდენი მარცვლეულია დარჩენილი უკრაინაში?

ქვეყანაში საექსპორტოდ გამიზნული დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულია დარჩენილი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ წლევანდელი მოსავლის აღების შემდეგ ეს შეიძლება 75 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. 

ომი იმასაც ნიშნავს, რომ წლევანდელი მოსავალი ნაკლები იქნება. 

როგორ იმოქმედა მარცვლეულის ნაკლებობამ სხვა ქვეყნებზე?

უკრაინა, ჩვეულებრივ, მსოფლიოში მარცვლეულის მეოთხე უდიდესი იმპორტიორია. ის აწარმოებს მსოფლიოში მზესუმზირას ზეთის 42%-ს.

გარდა ამისა, შემცირებულია ხორბლის ექსპორტი რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორია. 

რუსეთ-უკრაინის ომმა აფრიკაში 30 მილიონი ტონა საკვების დეფიციტი გამოიწვია. ამან ხელი შეუწყო საკვებზე ფასების 40%-ით ზრდას მთელ კონტინენტზე. მაგალითად, ნიგერიაში ხელი შეუწყო ძირითადი პროდუქტების, როგორიცაა მაკარონის და პურის ფასის ზრდას 50%-ით.

ანალოგიურად, იემენში, ჩვეულებრივ, წელიწადში მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი შეაქვთ უკრაინიდან.

„იემენში ფქვილის ფასი 42%-ით, ხოლო პურის 25%-ით მოიმატა“, - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

უკრაინული ხორბლის კიდევ ერთ მსხვილ იმპორტიორ ქვეყანაში, სირიაში პურის ფასი გაორმაგდა.

როგორ ხდებოდა მარცვლეულის ექსპორტი უსაფრთხო საზღვაო დერეფნამდე?

ომამდე უკრაინა სურსათის ექსპორტის 90%-ზე მეტს ზღვით აგზავნიდა. პორტების ბლოკირებით, იგი ცდილობდა იმდენი ექსპორტი გაეტანა სახმელეთო გზით, სატვირთო მანქანებით და მატარებლებით, რამდენსაც გემების საშუალებით გზავნიდა. 

ევროკავშირმა შექმნა „სოლიდარობის ბილიკები“, რათა უკრაინის მარცვლეულის ტრანსპორტირება შესაძლებელი ყოფილიყო ბალტიის ზღვის პორტებიდან და ასევე რუმინეთის პორტ კონსტანცადან.

შეგახსენებთ, 22 ივლისს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმება დაიდო, რომლის თანახმადაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე - ოდესაზე, ჩორნომორსკსა და „სამხრეთის“ პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგროკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა.

თავის მხრივ, რუსეთმა პირობა დადო, რომ აღნიშნული სამი პორტი მათი სამიზნე არ იქნებოდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქონების კონფისკაცია სურს

✔️ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერ მიაღწია იმას, რაც ერდოღანმა პუტინთან მიმართებით შეძლო - უკრაინაში თურქეთის ელჩი

✔️ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ახალი სამხედრო ბატალიონები იქმნება - ISW

✔️  რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაძლოა, ე.წ. რეფერენდუმისთვის მზადება დააჩქაროს - ISW

✔️  ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან 8 წუთში რაკეტები ისროლეს - Jerusalem Post