მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

Reuters: უკრაინაში მშვიდობის წასახალისებლად აშშ რუსეთს ენერგეტიკულ შეთანხმებებს სთავაზობდა

 უკრაინაში მშვიდობის წასახალისებლად აშშ რუსეთს ენერგეტიკულ შეთანხმებებს სთავაზობდა

მიმდინარე თვეში ჩატარებული მოლაპარაკებების დროს, აშშ-ისა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლებმა რამდენიმე ენერგეტიკული შეთანხმება განიხილეს, ხოლო ალასკაზე გამართული სამიტის შემდეგ, თეთრი სახლს სურდა, დიდი საინვესტიციო შეთანხმების შესახებ განცხადებით გამოსულიყო. წერს „როიტერი“.

მათი თქმით, ეს შეთანხმებები შეთავაზებული იყო წასახალისებლად, რომ კრემლი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანხმებოდა, ხოლო ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეარბილებდა.

„როიტერი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიმდინარე თვეში გამართულ შეხვედრებზე ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ნავთობისა და გაზის კომპანია Exxon Mobil-ის რუსეთის „სახალინ-1“-ის პროექტში ხელახლა ჩართვის შესაძლებლობა განიხილეს. გარდა ამისა, დაისვა საკითხი, შეეძლო თუ არა რუსეთს ამერიკული აღჭურვილობის შეძენა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების პროექტებისთვის, როგორიცაა Arctic LNG-2, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

წყაროების განცხადებით, მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთ საკითხს აშშ-ის მიერ რუსეთისგან ბირთვული ძრავით აღჭურვილი ყინულმჭრელი გემების შეძენა წარმოადგენდა.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარე თვის დასაწყიში მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და მის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან შეხვედრებზე შედგა

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეთანხმებები, ასევე, მოკლედ განიხილეს 15 აგვისტოს ალასკის სამიტზე.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონი ცდილობს, რუსეთი ამერიკული ტექნოლოგიების შესყიდვისკენ წაახალისოს, ჩინური ტექნოლოგიების ნაცვლად, უფრო ფართო სტრატეგიის ფარგლებში, რომლის მიზანია პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების შესუსტება.