მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რუსეთი წვრთნების დროს „ცირკონის“ გაშვების შესახებ იუწყება

ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“

რუსეთმა ბელარუსთან ერთობლივი წვრთნის დროს ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ გაუშვა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რაკეტის გაშვება ბარენცის ზღვაში პირობითი მოწინააღმდეგის სამიზნის მიმართულებით განხორციელდა. რაკეტამ სამიზნე წარმატებით გაანადგურა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სამხედრო წვრთნების ფარგლებში მუშავდება ჩრდილოეთ ფლოტის სანაპირო ობიექტების დაცვის ელემენტები, ასევე მაღალი სიზუსტის იარაღის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის თანამედროვე მოდელების კომპლექსური გამოყენება.

სამხედრო სწავლება „ზაპად 2025“ ბელარუსის ტერიტორიაზე 12 სექტემბერს დაიწყო და 16 სექტემბერს დასრულდება.