მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს ესტონეთის წინააღმდეგ სამხედრო გეგმები აქვს“ - ესტონეთის ელჩი უკრაინაში

კაიმო კუუსკი, ესტონეთის ელჩი უკრაინაში

ესტონეთის ელჩმა უკრაინაში კაიმო კუუსკმა განაცხადა, რომ რუსეთი ესტონეთს ემუქრება და აქვს მის წინააღმდეგ სამხედრო გეგმები.

„ვიცით, რომ რუსეთს აქვს სამხედრო გეგმები ჩვენს წინააღმდეგ. მათ აქვთ დაგეგმილი წვრთნები, რომლის ჩატარებაც სურთ. ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება ლოდინი. ჩვენ ვაძლევთ იარაღს უკრაინას და ყოველი ჯაველინი, რომელიც ურტყამს რუსულ ტანკს, ამცირებს ჩვენს წინააღმდეგ საფრთხეს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არასდროს დაგტოვებთ მარტო. ასევე, არ დავტოვებთ სხვა მეგობრებს, რომლებიც გახდებიან აგრესიის მსხვერპლი. რეალურად ძალიან პრაგმატულები ვართ. ჩვენ პატარა ვართ, მაგრამ გვინდა ვთქვათ, რომ კომპაქტური ვართ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი თავდაცვა დონბასიდან იწყება“, - განაცხადა კუუსკმა.

შეგახსენებთ, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გათვალისწინებით, ესტონეთი მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის ყველაზე დიდ დახმარებას დაჰპირდა უკრაინას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ჩაიშლება და აგრესორის ჯარების უკან დახევით დასრულდება - ხრისტო გროზევი

✔️ რუსეთი მცირე პროგრესს აღწევს დონბასის შეტევაში - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსეთის მიზნის მისაღწევად ხერსონი არის გასაღები - ბრიტანული დაზვერვა