მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ჩაიშლება და აგრესორის ჯარების უკან დახევით დასრულდება - ხრისტო გროზევი

ჟურნალისტი ხრისტო გროზევი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე ეტაპი ჩაიშლება და დასრულდება აგრესორის ჯარების უკან დახევით. ამის შესახებ Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა განაცხადა.

მისი თქმით, მარიუპოლისთვის ბრძოლაში დამარცხების შემთხვევაშიც კი, უკრაინას მაინც შეუძლია გამარჯვებული გამოვიდეს შეტევის მეორე ტალღაში. გროზევმა ამ ქალაქში არსებულ ვითარებაზე საუბრისას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ პრობლემად იქ იარაღის საჭირო რაოდენობის ნაკლებობა დაასახელა.

„რაც შეეხება იარაღს, ყოველკვირეულად მოდის, დრო შენთვის მუშაობს. რაც ერთი კვირის წინ შეუძლებელი იყო, დიდი ალბათობით ორ-სამ კვირაში იქნება შესაძლებელი“, - ამბობს ჟურნალისტი.

გროზევის თქმით, მთავარია უკრაინას მიეწოდოს იარაღი.

„დასავლეთის ქვეყნები, კერძოდ, 19 დასავლელი პარტნიორი უკრაინას მაღალტექნოლოგიურ იარაღს აწვდის, ეს იმედს იძლევა“, - დარწმუნებულია ექსპერტი.

დონბასის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებით გროზევი ამბობს, რომ თუ რუსეთის ფედერაცია უახლოეს მომავალში, გარდა „მინიმალური ტაქტიკური“ წართმევისა, ახალ ტერიტორიებს ვერ დაიკავებს, მაშინ ომის მეორე ეტაპი მისთვის წარუმატებლად შეიძლება ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში, მისი პროგნოზით, ორ-სამ კვირაში დაიწყება რუსული ჯარების გარღვევა საპირისპირო მიმართულებით.

„ეს საშუალებას მისცემს უკრაინას გახსნას მეორე ფრონტი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ორ-სამ კვირაში მოხდება და არა ორ დღეში“, - შეაჯამა ჟურნალისტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთს ძალიან ეშინია, რუსეთი იმარჯვებს“ - რუსული მედია

✔️ რუსეთი მცირე პროგრესს აღწევს დონბასის შეტევაში - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსეთის მიზნის მისაღწევად ხერსონი არის გასაღები - ბრიტანული დაზვერვა

✔️ „რუსეთს ესტონეთის წინააღმდეგ სამხედრო გეგმები აქვს“ - ესტონეთის ელჩი უკრაინაში