მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში დაკავებულ ამერიკელ კალათბურთელს 9 წელი მიუსაჯეს

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი

რუსულმა სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

გარდა ამისა, ამერიკელი სასამართლომ მილიონი რუბლით დააჯარიმა.

გრაინერი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ღიად ლესბოსელი კალათბურთელია. 7 ივლისს, ბრიტნი გრაინერი სასამართლოს წინაშე დანაშაულის აღიარების გადაწყვეტილებით წარდგა, რასაც აშშ-სა და რუსეთს შორის მისი გადაცემის მოთხოვნით პოლიტიკური მოლაპარაკება უნდა გაემარტივებინა.

შემდეგ კი გრაინერმა თქვა, რომ კანაფი ბარგში შეცდომით იყო და მას არ ჰქონდა სურვილი რუსეთის კანონი განზრახ დაერღვია.

უცხოური მედია გრაინერის შესახებ წერს, რომ ის „დიპლომატიური მძევალია“ და ამას მოსკოვი სათავისოდ იყენებს.

„ბრიტნი მამაცობის მაგალითს გვაძლევს. მან გადაწყვიტა აეღო სრული პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე, რადგან იცის, რომ ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითია“, - ნათქვამია ადვოკატთა განცხადებაში.

31 წლის გრაინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

➖  4 მილიონი ბავშვი, ორსული და მეძუძური ქალები ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ - სუდანში 12 მილიონი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე დგას

➖ კოვიდინფიცირების შემთხვევები გლობალურად 9%-ით შემცირდა, სიკვდილიანობა სტაბილურია - რას პროგნოზირებენ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები?

➖ „იძულებითი ბოდიში და აღიარება“ - ირანში ჰიჯაბის ტარების მოწინააღმდეგე ქალებს აპატიმრებენ