რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გამო ესტონეთი ნატოს მე-4 მუხლის ამოქმედებას მოითხოვს, - აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი X-ზე წერს.
„დღეს დილით 3 რუსული „Mig-31“ საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. ნატოს საბრძოლო თვითმფრინავებმა უპასუხეს და რუსული თვითმფრინავები იძულებული იყვნენ გაქცეულიყვნენ. ასეთი დარღვევები სრულიად მიუღებელია. ესტონეთის მთავრობამ ნატოს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა“, - აცხადებს ესტონეთის პრემიერი.
This morning, 3 Russian Mig-31 fighter jets entered Estonian airspace.
— Kristen Michal (@KristenMichalPM) September 19, 2025
NATO fighters responded and the Russian planes were forced to flee.
Such violation is totally unacceptable. The Government of Estonia has decided to request NATO Article 4 consultations.