მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გამოცდა გაგრძელდება - რუსული მხარე

სარმატის გამოცდა

რუსეთი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გამოცდას მიმდინარე წლის განმავლობაშიც გააგრძელებს. ამის შესახებ როსკოსმოსის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა Rossiya-24-ის ეთერში განაცხადა. წერს რუსული მედია

„სარმატის“ გამოცდა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა როგოზინმა. 

 2022 წლის 20 აპრილს რუსეთმა პლესეცკის კოსმოდრომზე წარმატებით გამოცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“. 

„სარმატი“ არის სტრატეგიული სარაკეტო სისტემა მძიმე კლასის თხევად-საწვავი ICBM-ით, ერთი ასეთი რაკეტის წონა 200 ტონას აღემატება. 

„სარმატის სარაკეტო სისტემა უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას, დააფიქრებს მათ, ვინც მის მუქარას ცდილობს“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამავე თემაზე: 

➖  „დააფიქრებს მათ, ვინც რუსეთის მუქარას ცდილობს“ - რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ წარმატებით გამოცადა