ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, რომელიც ევროპაში თავდასხმებს ამზადებდა. ინფორმაცია აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა.
„აშშ-ს არმიის ცენტრალური სარდლობის ძალებმა სირიაში ცალმხრივი დარტყმა წამოიწყეს, რის შედეგადაც დაიღუპა ISIS-ის უფროსი ლიდერი ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბური“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აღინიშნა, ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.
ალ-ჯაბური ევროპაში ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვაზეა პასუხისმგებელი. ასევე, ალ-ჯაბურმა შეიმუშავა ISIS-ის ადმინისტრაციული სტრუქტურა.
CENTCOM forces conducted a unilateral strike in Syria killing an ISIS senior leader responsible for planning attacks into Europe. pic.twitter.com/hwVjqdUTee
— U.S. Central Command (@CENTCOM) April 4, 2023
აგრეთვე წაიკითხეთ:
✔️ უკრაინამ შეერთებული შტატების არჩევნებზე ფოკუსირება უნდა შეწყვიტოს - მაიკ პომპეო
✔️ მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას საკმარისად არ უჭერს მხარს
✔️ უკრაინულმა ძალებმა ჯამში 175 ათასზე რუსი ოკუპანტი გაანადგურეს