ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ბირთვულმა კომიტეტმა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის განახლების შესახებ შეთანხმებები დაამტკიცა.
9 სექტემბერს კაიროში დოკუმენტს IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ აბდელ-ატას შუამავლობით მოაწერეს ხელი.
განცხადების ტექსტის მიხედვით, შეთანხმებების შესრულება ირანის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იქნება დამოკიდებული.
„ირანისა და მისი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ნებისმიერი მტრული ქმედების შემთხვევაში, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს ადრე შეწყვეტილი რეზოლუციების აღდგენისას, ამ შეთანხმებების განხორციელება შეჩერდება“, - ხაზგასმულია დოკუმენტში.