მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეთრი სახლი მოსკოვს მოუწოდებს, დათანხმდეს შეთავაზებას, რომელიც კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებას ეხება

თეთრი სახლი ვაშინგტონი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს მოუწოდა დათანხმდეს ვაშინგტონის არსებით შეთავაზებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ციხეში მყოფი კალათბურთის ვარსკვლავის ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებას. ამის შესახებ reuters-ი წერს.  

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშშ-ის შეთავაზება ასევე ეხება შტატების მოქალაქე პოლ უილანსაც.

ამასთან, ბრიტნი გრაინერისთვის სასჯელის მისჯას გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი. 

„ეს არის სერიოზული წინადადება. ჩვენ მოვუწოდებთ მოსკოვს გადახედონ აღნიშნულ წინადადებას, წესით ის რამდენიმე კვირის წინ უნდა მიეღოთ“, - აცხადებს კირბი.

შეგახსენებთ, აშშ რუსეთს სთავაზობს, გრაინერი და უილანი აშშ-ში ციხეში მყოფ იარაღით ვაჭრობაში ბრალდებულ ვიქტორ ბუტში გაცვალონ.

ბრიტნი გრაინერს, რუსეთის სასამართლომ  ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გრაინერის შესახებ წერენ, რომ ის დიპლომატიური მძევალია. ის 31 წლის გრაინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. 

ამავე თემაზე: 

✔️ რუსეთში დაკავებულ ამერიკელ კალათბურთელს 9 წელი მიუსაჯეს