მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ტრამპი: აშშ უმოქმედოდ არ დარჩება, თუ რუსეთი ნატოს საზღვრებთან დაძაბულობის ესკალაციას გააგრძელებს

დონალდ ტრამპი

აშშ უმოქმედოდ არ დარჩება, თუ რუსეთი ნატოს საზღვრებთან დაძაბულობის ესკალაციას გააგრძელებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის გაზონზე პრესასთან ხანმოკლე შეხვედრის დროს განაცხადა.

„ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთს დაცვაში დაეხმარება, თუ რუსეთი ესკალაციას გააგრძელებს“, - წერს Clash Report-ი.

კომენტარი გაკეთდა იმ ცნობების ფონზე, რომ ევროპა გაკვირვებულია აშშ-ის სუსტი რეაგირებით ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის პროვოკაციების ბოლო სერიაზე.