მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცნობილი მწერალი სალმან რუშდი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

სალმან რუშდი დაჭრეს

ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

რუშდის ლექცია უნდა წაეკითხა, რა დროსაც სცენაზე უცნობი პირი შეიჭრა და მას ცივი იარაღით ჭრილობა კისრის არეში მიაყენა.

მწერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელი დაკავებულია. 

დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, რუშდის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიებია“, რომელიც მან წინასწარმეტყველ მუჰამედზე დაწერა. მუსლიმურმა სამყარომ ნაშრომი უარყოფითად შეაფასა, რამდენიმე პირი კი მწერალს ემუქრებოდა.