მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

მიწისძვრა თურქეთში

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) განცხადებით, მიწისძვრა გოლიაკას რაიონში, დილის 4:08 საათზე დაფიქსირდა.

ბიძგები სტამბოლსა და სხვა პროვინციებში იგრძნობოდა, მათ შორის ჩრდილო-დასავლეთ ბოლუს, საკარიას, კოჯაელის, ბურსას, ბილეჩიკის და დასავლეთ იზმირისა და ქუთაჰიას პროვინციებსა და დედაქალაქ ანკარაში.

მიწისძვრის შემდეგ სულ 18 ბიძგი დაფიქსირდა. AFAD-ის ცნობით, რეგიონში სიფრთხილის ზომების გამო ელექტროენერგია გათიშულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთი ამზადებს ყალბი დროშის შეტევას ბელგოროდის რეგიონზე - ISW

👉 რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ახალშობილი