მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

თურქეთში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 მილიარდი დოლარია

თურქეთის დროშა

თურქეთში, ადანას პროვინციაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს.  

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნავთობის რეზერვების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მიმდინარე წლის ბოლომდე თურქეთის მთავრობა ადგილზე არსებულ 2 ჭაბურღილზე კიდევ 8 საძიებო ჭაბურღილის დამატებას და ამ საბადოზე აქტიური წარმოების დაწყებას გეგმავს.