მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, როგორც უკრაინამ, ასევე, რუსეთმა - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი

უკრაინაში ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, როგორც უკრაინამ, ასევე, რუსეთმა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა  ფრანგულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ  სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის დასასრულებლად გაიმართება. 

„მშვიდობა მოითხოვს მოლაპარაკებას, უპირველეს ყოვლისა, გარანტიებს უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ეს ეხება უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას, მაგრამ, ასევე, რუსეთისთვის, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი მხარისთვის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის ხალხი, ვინც ამის მომზადებაზე და ამაზე მუშაობაზე უარს ამბობს, სრულმასშტაბიანი ომის მომხრეა, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავს.

მაკრონის თქმით, ომი უკრაინაში მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

მაკრონმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის აღდგენა უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთისთვისაც. ამ განცხადების გამო კი საფრანგეთის პრეზიდენტი გააკრიტიკეს. 

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთისთვის არის შიში იმისა, რომ ნატო მიუახლოვდება მის კარებს, ეს ეხება შეიარაღების განთავსებას, რომელსაც შეუძლია, საფრთხე შეუქმნას რუსეთს“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტია, იქ ჯოჯოხეთური ვითარებაა“ - სერგეი გაიდაი

👉 რუსეთში საყოველთაო მობილიზაციისა და საზღვრების ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ - დანილოვი

👉„პუტინს არ სურს დამნაშავე იყოს“ - უოლესმა რუსეთის ფედერაციის სარდლობაში სავარაუდო ცვლილებების შესახებ განაცხადა

👉 პუტინი ზეწოლას ახორციელებს ლუკაშენკოზე - ამერიკელი ანალიტიკოსები

👉 ნატოს შეუძლია რუსეთის ფედერაციის დამარცხება სამ დღეში - ადამ კინზინგერი