აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ჯეფ ვან დრიუმ, Newsmax-ს განუცხადა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო არასწორად გამოყენების გამო არის იმის ნიშანი, რომ ვაშინგტონს მისი „ეშინია“.
„მე არ ვამბობ, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყველა აგენტი და ყველა ადამიანი ცუდია, მანდ ძალიან კარგი ხალხია, თუმცა ზემოთ მყოფი პირები არ არიან ისეთები, როგორიც უნდა იყვნენ. ვაშინგტონი ლაყე კვერცხივითაა. დონალდ ტრამპმა გატეხა იგი და საშუალება მოგვცა გვენახა და გვეგრძნო იმ ყველაფრის სუნი, რაც ვაშინგტონში ხდება. ის, რაც ხდება, ცუდია და არასწორია“, - განაცხადა ჯეფ ვან დრიუმ.