მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ვინ იყო მაჰსა ამინი, რომლის გარდაცვალებამაც გლობალური პროტესტი გამოიწვია

ახალგაზრდა ირანელი ქალი

ახალგაზრდა ირანელი ქალი 22 წლის მაჰსა ამინის შესახებ საუბრობს, რომლის გარდაცვალებამ მსოფლიო პროტესტი გამოიწვია.

ამინი, ჩრდილო-დასავლეთით,  ქურთების ქალაქ საკეზიდან იყო. ზნეობის პოლიციის მიერ დაკავებიდან მაჰსა 3 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ირანის ხელისუფლება უარყოფს ახალგაზრდა ქალის ცემას და უფრო მეტიც კი, ამბობს, რომ მომხდარის დეტალებს დაადგენს. 

22 წლის მაჰსა ამინის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მაჰსას ჯანმრთელობის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის ჯანმრთელი იყო. 

რა დაემართა მაჰსა ამინს?

ის დააკავეს, როგორც კი საღამოს მატარებლის სადგურიდან გავიდა. ზნეობის პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ის ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ამინი და მისი ძმა ითხოვდნენ დახმარებას, მაგრამ ზნეობის პოლიციამ ქალი მაინც წაიყვანა. 

მაჰსას დაკავების შემდეგ ოჯახს ქალის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია, ბოლოს კი უთხრეს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. 

ქალებმა, რომლებიც მაჰსასთან ერთად დააკავეს, მაჰსას მამას უთხრეს, რომ ის ფურგონში სცემეს.

„მაჰსა ევედრებოდა მათ, რომ ასე სასტიკად არ ეცემათ. მას სურდა ნორმალური და ბედნიერი ცხოვრება ჰქონოდა“, - ჰყვება წყარო. 

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 41 ადამიანი, მათ შორის სამართალდამცველები.

ამინის გარდაცვალებას მსოფლიო მასშტაბით გამოხმაურება მოჰყვა. ამ დროს ოფიციალური ირანი ამბობს, რომ ქვეყანაში შიდა არეულობა „მტრებს“ სურთ. 

მაჰსა ამინის დედა ამტკიცებს, რომ მაჰსას ჰიჯაბი სწორად ჰქონდა გაკეთებული. 

„ირანის ხელისუფლებამ ამინის ახლობლებს უთხრა, რომ თავი აარიდონ მაჰსას საქმეზე საუბარს“, - თქვა ოჯახთან დაახლოებულმა ორმა წყარომ.

მაჰსას მამა, დედა და ბიძა ტელეფონებს არ პასუხობენ.

ამავე თემაზე: 

✔️ „დასჯა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო“ - ირანში პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის გარდაცვალებას პროტესტი მოჰყვა