თეირანის პოლიციის განცხადებით, 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო იყო დაკავებული.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, დაკავების დროს ახალგაზრდა ქალს ძმა ახლდა. მაჰსა ამინის ძმას უთხრეს, რომ მის დას პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლებდნენ, თუმცა, ქალი სახლში არ დაბრუნებულა. 22 წლის ქალი ირანში ზნეობის პოლიციამ დააკავა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი ზნეობის პოლიციამ მანქანაში ჩასვა, ხოლო შემდგომ განყოფილებაში სცემეს. ამის შემდეგ კი მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ქალის გარდაცვალებასთან კავშირს უარყოფენ ზნეობის პოლიციაში და ამბობენ, რომ მისი გარდაცვალება „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემებს უკავშირდება“.
თავის მხრივ, მსხვერპლის ოჯახში ამბობენ, რომ მას აქამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.
ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ახალგაზრდა ქალი კომაში იყო და ინსულტი გადაიტანა.
„ბიბისი“ წერს, რომ ბევრი ირანელი, მათ შორის პროსახელისუფლებო შეშფოთებას გამოხატავს იმ სასტიკი ქმედების გამო, რასაც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ზნეობის პოლიცია სჩადის.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
👉 iPhone 14-ის აქტივაციის დროს პრობლემები შეიქმნა
👉 დაბადების მოწმობაში ორი დედის ჩაწერა არ შეიძლება - ნებრასკას მოსამართლის უარი ლესბოსელ ქალებს
👉 „ნუ გააკეთებთ ამას“ - ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს
👉 პუტინი ევროპაში მშვიდობის ბოლო ბურჯებს ანადგურებს - გერმანიის პრეზიდენტი
👉 უკრაინის ძალებმა ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაპირიც აიღეს