მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეჩერდეს და რუსეთ-უკრაინას შორის ჰარმონია დამყარდეს“ - მელაძე

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი

„უკვე 10 თვეა, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, სიმძიმის და დარდის გრძნობით ვცხოვრობ. ისე ხდება, რომ ხალხი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, კონფლიქტშია, რომელშიც ადამიანები იღუპებიან“, - ამის შესახებ მომღერალმა ვალერი მელაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, სურს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტი შეწყდეს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. 

„ხალხო, მინდა რომ მომისმინოთ და გაიგოთ ჩემი სიტყვები. მე არ შემიძლია და არ მინდა ვინმეს მძულდეს და არ ვცდილობ ვინმეს ვასიამოვნო. მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეჩერდეს და ახლო ხალხებს შორის ჰარმონია დამყარდეს და ამისთვის მზად ვარ, მთელი ჩემი ძალა დავთმო“, - განაცხადა მელაძემ.

ცნობისთვის, ვალერი მელაძემ დუბაიში გამართულ კონცერტზე შეძახილს „დიდება უკრაინას“ „დიდება გმირებს“ უპასუხა.

რუსეთში მელაძის ამ ქმედებას ღალატი უწოდეს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის 5 მილიონი რუბლის გადახდას ითვალისწინებს

👉 „შევთანხმდით, რომ 2023 წელს გასამარჯვებლად ჩვენი ძალისხმევა გავაძლიეროთ“ - ზელენსკიმ სუნაკთან სატელეფონო საუბარი გამართა

👉 მილიონი იენი თითო ბავშვზე ტოკიოს დატოვების სანაცვლოდ – იაპონიის მთავრობის შეთავაზება ოჯახებს

👉 „რატომ უნდა გეშინოდეს სიკვდილის, რაც გარდაუვალია?“ - ვლადიმერ სოლოვიოვი რუსებს

👉 პოლონეთიდან ზარის შემდეგ უკრაინის რადამ ტვიტერიდან სტეპან ბანდერასადმი მიძღვნილი პოსტი წაშალა - პოლონური მხარე