მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკიმ 120 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან დაკავშირებული 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირის მიმართ სანქციები დააწესა. 

შემაკავებელი ზომები შეეხო კომპანია Sportloto-ს, First International Bookmaker Company LLC-ს, Bet.Ru LLC-ს, CreditService-ს და ა.შ.

„მე დავბლოკავ აქტივებს ყველა კომპანიისთვის, მთლიანად ავკრძალავ სავაჭრო ოპერაციებს, ავკრძალავ უკრაინიდან კაპიტალის გატანას, გავაუქმებ ან შევწყვეტ ლიცენზიებს. სანქციების ხანგრძლივობა 50 წელია.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის ეროვნულ ბანკთან ერთად, უნდა უზრუნველყოს სანქციების ეფექტურობის განხორციელება და მონიტორინგი.

სანქციების დაწესების შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ინფორმირება დაევალა“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ირანმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს

🔴 ომმა უკრაინის ბუნებას 55 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა - უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტრო