ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ მოლაპარაკებების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაში შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტისგან ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოითხოვს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანდასწრებით, შემდეგი შეხვედრის დროს გაიმართება.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოსთხოვს, რომ ტერიტორიულ საკითხზე მოლაპარაკებები მხოლოდ ზელენსკის თანდასწრებით, შემდგომი შეხვედრის დროს გაიმართება და რომ აშშ წვლილს შეიტანს „მსურველთა კოალიციის“ მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების გარანტიებში“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
A l’Ukraine et ses alliés rassemblés aujourd’hui, le président Trump a affirmé clairement qu’il demanderait un cessez-le-feu inconditionnel à Vladimir Poutine, que les négociations territoriales ne se tiendraient qu’en présence de @ZelenskyyUa lors d’une rencontre ultérieure, et… pic.twitter.com/vMeWFPC6b0
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) August 13, 2025