მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება და ეს საგანგაშოა - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ფაქტობრივად, იგი თვალსა და ხელს შუა დნება და ეს საგანგაშოა “- ამის შესახებ, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

„ხშირად მიწევს მასთან შესვლა, ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება, ძალიან დასუსტებულია, თუკი მისი ასეთი მდგომარეობა მისგან დამოუკიდებლად ხდება, ეს უკვე საგანგაშოა. რამდენს გაუძლებს ორგანიზმი არ ვიცი ნამდვილად“, - აცხადებს მეუფე. 

მისი თქმით, იგი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხშირი სტუმარია.

როგორც მეუფემ აღნიშნა, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ყოველ დღე თვალშისაცემი ხდება და ეს მარხვით ნამდვილად არაა გამოწვეული.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისა და ოჯახის წევრების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. სააკაშვილის პირადი ექიმების თქმით, მას აღენიშნება ანორექსია, იკვებება არასრულფასოვნად და გადაადგილება უჭირს, რასაც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში უარყოფენ.

სააკაშვილის ოჯახი და მისი მხარდამჭერები ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.

10 მაისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანას სთავაზობენ, რაზედაც სააკაშვილმა უარი განაცხადა.